Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის , მე-11   პუნქტის , ,,სსიპ     - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის   შერჩევის   წესის დამტკიცების შესახებ”  უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის   N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო   გაცვლით     და    მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის  მე-18 - 21-ე პუნქტების და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილის (N 4060/10; 26.02.2026)  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს    კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,   პარტნიორი    ლაკვილას   უნივერსიტეტის     მიერ თბილისის  სახელმწიფო        უნივერსიტეტის         მაგისტრატურის        და დოქტორანტურის  საფეხურის   სტუდენტებისათვის  2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრისთვის     გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2026 წლის 27 თებერვალს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნანა შათაშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი ციციშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) თეიმურაზ ნადარეიშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს  კომისიის   მდივნად   თსუ   საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის     საერთაშორისო პროექტებისა  და  გაცვლითი   პროგრამების განყოფილების უფროსი ირინა გამყრელიძე
5.   კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და     ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის    ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით  და  მობილობის  პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია